შეიძინე მეორადი ავტომობილი ფასდაკლებით Tegeta Approved-ზე

თეგეტა

მეორადი მანქანების ყიდვა ბევრ დეტალთანაა დაკავშირებული. მანქანის შერჩევასთან ერთად, მომხმარებელს უწევს, გაითვალისწინოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ავტომობილის ისტორია, ტექნიკური დეტალები და სხვა. თუმცა, ამასთან ერთად, ის მაინც არაა დაზღვეული სხვადასხვა ხარჯისგან.

მეორადი მანქანები საქართველოში „თეგეტა ეფრუვდზე“ საუკეთესო პირობებით შეგიძლია შეიძინო. „თეგეტა ეფრუვდი“ მეორადი მანქანების ყიდვა-გაყიდვის უახლესი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს განსაკუთრებულად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. ონლაინ მაღაზია დაკომპლექტებულია აუქციონზე და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სერტიფიცირებული ავტომობილებით. აქ განთავსებულ ყველა ავტომობილს აქვს სუფთა ისტორია, სრულყოფილად შემოწმებულია თეგეტას ექსპერტების მიერ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ავტომობილს აქვს 1-იდან 5 წლამდე გარანტია. აგრეთვე, პლატფორმაზე მანქანებს 360 გრადუსითაც დაათვალიერებ.

გარდა ამისა, „თეგეტა ეფრუვდზე“ მეორადი მანქანები ფასდაკლებითაც შეგიძლია შეიძინო. ფასდაკლება ვრცელდება ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა: TOYOTA RAV 4 LE, TOYOTA CAMRY SE, HYUNDAI 2022, KIA K5 GT-Line, MAZDA CX-3 Touring FWD და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

toyota rav4 - ჯიპის ტიპის ავტომობილი კლასიკური, დახვეწილი ინტერიერითა და განსაკუთრებულად კომფორტული სალონით ნებისმიერი მოგზაურობისას სანდო პარტნიორობას გაგიწევს. ავტომობილის აქვს 2.4L L4 DOHC 16V ძრავა. აღნიშნული ავტომობილის შეძენა ფასდაკლებით 37,700 ლარად შეგიძლია.

toyota camry se 2021 წლის მოდელი არის ჰიბრიდი და აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი, გარბენი კი 29,923 კილომეტრია. ავტომობილს აქვს ყველაფერი, რაც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს. მისი ღირებულება ფასდაკლებით 74,000 ლარია.

Tegeta approved - ესაა ყიდვის სიმარტივე. მინიმალურ დროში და მცირე ძალისხმევით მომხმარებელი ხდება ახალი ავტომობილის მფლობელი. გარდა ყიდვა-გაყიდვისა, პლატფორმა უზრუნველყოფს მანქანის გაცვლის სერვისსაც. ყიდვა-გაყიდვისა და გაცვლის პროცედურას 1 სამუშაო დღე სჭირდება.

შეძენის გამარტივებულ პირობებთან ერთად, Tegeta approved გადახდის მოქნილ სისტემასაც უზრუნველყოფს. მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ისარგებლოს განვადების ან ლიზინგის ექსკლუზიური, ძალიან მოსახერხებელი პირობებით.

მეორადი ავტომობილის შეძენა ასეთი მარტივი მართლაც არასდროს ყოფილა, ეწვიე „თეგეტა ეფრუვდის“ ვებგვერდს https://www.tegetaapproved.ge/  ან დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 032 2 240 220