„შეგვეძლო ათეულში გაყვანა..." - ემიგრანტები American Idol-ის შედეგებზე

ბუზალაძე

facebook ჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“, გიორგი ნიკოლაიშვილი ნუცა ბუზალაძეზე წერს. 

მისი თქმით, პროექტს და ამერიკელებს ტყუილად ვლანძღავთ. 

„დღეს კონკურსში შევიდა 22 მილიონი ხმა და გადანაწილდა 12 მონაწილეზე. ნუცას რომ 2,5 მილიონი ხმა მიეღო, გარანტირებულად მოხვდებოდა ათეულში. ახლა მარტივი არითმეტიკა:

2,5 მილიონი ხმა ნიშნავს, რომ ამერიკაში მცხოვრებ 80,000 ქართველს რომ სტანდარტულად მიეცა 30 ხმა მეორე ელ.ფოსტის და მეორე ტელეფონის ნომრის გამოყენების გარეშე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრს აქვს 2-2 მეილიც და ტელეფონის ნომერიც, 50,000 ქართველიც საკმარისი ვიქნებოდით ამერიკელების ხმების გარეშე. რაც ჩვენი ჯგუფის წევრების მესამედია!

აღმოჩნდა, რომ შეგვეძლო ათეულში გაყვანა, ასე რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ და ტყუილად ვლანძღავთ პროექტსაც და ამერიკელებსაც“,- წერს გიორგი ნიკოლაიშვილი.