როგორი ამინდი იქნება ხვალ - განახლებული პროგნოზი
1775927599
დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი სააღდგომო წესების შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას უზიარებს
„შეგახსენებთ სააღდგომო ტრადიციის წესს, რომელიც დღეს ხშირად ირღვევა უმეცრებით, თუ დაუდევრობით: წითელ პარასკევს შეღებილი კვერცხი, რომელიც დედამიწის და ქრისტეს საფლავის სიმბოლოა, აღდგომის დღის დადგომამდე არ იტეხება. წითელ პარასკვევს კვერცხის წითლად შეღებვა განასახიერებს დედამიწის ქრისტეს სისხლით შეღებვას და უფლის დასაფლავებას, ხოლო დიდ კვირიაკეს, აღდგომას კვერცხის გატეხვა არის სიმბოლო ქრისტეს სამდღიანი საფლავად ყოფნის დასასრულის, მკვდრეთით აღდგომის და საფლავიდან გამოსვლისა. ასევე: სააღდგომო, ანუ საპასექო ნამცხვრის პასკის (პასქის) გაჭრა დაუშვებელია აღდგომის დღის დადგომამდე,“ – წერს დეკანოზი.