აღდგომის წინა ღამეს მომხდარი სასწაული, რომელსაც ბევრი მოწმე ჰყავდა
1775933945
ვიდრე "ცაჰალი'', "პენტაგონი" და "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ვაშინგტონის, იერუსალიმის და თეირანის მითითებებს ელოდება, ისლამაბადის სამთავრობო კვარტალში, სასტუმრო "სირენაში", პაკისტანელმა მედიატორებმა შეერთებული შტატებისა და ისლამური რესპუბლიკის დელეგაციები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვეს.
პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები სასტუმროს ერთ ფრთაში ამერიკულ დელეგაციას მასპინძლობენ. ჯგუფს შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, მასთან ერთად არიან მომლაპარაკებლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
შენობაშია ირანული დელეგაციაც. მეჯლისის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამედ ბაღერ ყალიბაფსა და აბას არაღჩის, უკვე შეხვდნენ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი. სწორედ გენერალი ასიმ მუნირია ის საკვანძო ფიგურა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირების მონაწილე მხარეებთან კავშირის დამყარება შეძლო, რამაც, საბოლოოდ, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება განაპირობა.
მედია წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები პირდაპირი ფორმატით მიმდინარეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკისა და ირანის უმაღლესი დონის დელეგაციები პირველად დასხდნენ ერთმანეთის პირისპირ. ''როიტერის'' ინფორმაციით, ეს ორ ქვეყანას შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი დონის დისკუსია და პირველი პირდაპირი მოლაპარაკებებია 2015 წლის შემდეგ.
ცნობილია, რომ მხარეებმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის საკუთარი პირობები პუნქტების სახით უკვე ჩამოაყალიბეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, დოკუმენტის შინაარსი მედიამ გამოაქვეყნა.
მედიამ გააანალიზა ირანის მიერ გამოქვეყნებული ათპუნქტიანი გეგმაც, რომელიც „ნიუ იორკ თაიმსის“ შეფასებით, ვაშინგტონის მიზნებთან ან სრულად შეუთავსებელია. მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა ტრამპმა ამ დოკუმენტს „მოლაპარაკებებისთვის გამოსადეგი საფუძველი“ უწოდა.
კიდევ ერთი პირობა, რომლის შესრულებასაც ისლამური რესპუბლიკა ითხოვს, ისრაელის მხრიდან ლიბანში რადიკალური დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბეირუთმა და იერუსალიმმა ამ საკითხზე სალაპარაკოდ თარიღი და დრო უკვე ჩანიშნეს, თეირანისთვის ეს პუნქტი პრინციპულ საკითხად რჩება.
ისლამაბადში დიპლომატიური პროცესის მონაწილეებს საკუთარი გზავნილი ვაშინგტონიდან შტატების პრეზიდენტმა გადასცა. ტრამპი ამბობს, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების მეშვეობით მსოფლიოს მოკლევადიანი შანტაჟის გარდა, ირანს „კოზირები არ აქვს“. ამერიკის შეერთებული შტატები კი საკუთარ სამხედრო ხომალდებს საუკეთესო იარაღით ტვირთავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება.
ამ დრომდე უცნობია, როგორ დასრულდება ისლამაბადში მიმდინარე ერთდღიანი მოლაპარაკებები და ახლო აღმოსავლეთში ექვსკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება. მთავარ ცხელ წერტილად კვლავ ლიბანი რჩება. ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰეზბოლამ“ ცაჰალის პოზიციებზე ათობით თავდასხმა განახორციელა და ქვეყნის ქალაქებზე და დასახლებებზე ბალისტიკური დარტყმების სერიები განახორციელა.