შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

გამოცდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მისი გავლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 3 სექტემბერს დაგეგმილი გამოცდისათვის.

„ტესტირების მიზანია გამოსაცდელები გაეცნონ გამოცდის ფორმატსა და ტესტირების ელექტრონულ სისტემას. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. საცდელი ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://profpretest.naec.ge/“, - აცხადებენ ცენტრში.