ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა.

მისი 10-წლიანი მოღვაწეობა პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას ეფუძნებოდა.

დარწმუნებული ვარ, მომავალ საქმიანობაშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს“, - წერს მაჭავარიანი.