პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ, 2022 წლის7 ივნისს, ,,TV პირველის" ეთერით გასულ სიუჟეტში შეეცადნენ, სკანდალურად წარმოეჩინათ საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებული საკითხი.
თითქოს გამჟღავნდა დაფარული ინფორმაცია უკანასკნელ სინოდზე პატრიარქის გადადგომის მცდელობასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ, სინამდვილეში, სინოდის სხდომაზე მსგავი საკითხი პატრიარქს არ დაუყენებია.გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით ის, თუ რა იყო და რა მოხდა სინამდვილეში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ოქტომბერს ღიად ისაუბრა“, - ნათქვამია განცხადებაში.