„შეანელა სვლა, ხელი გადმოსწია და მუხლზე ამისვა... მეუბნება, გვერდით გადმომიჯექიო...“ - რას ჰყვება გოგო, რომელმაც ტაქსის მძღოლს სასამართლოში დავა მოუგო

ტაქსი

გოგო, რომელმაც მოძალადე ტაქსის მძღოლს სასამართლო პროცესი მოუგო, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში საუბრობს, თუ როგორ იქცეოდა ტაქსისტი მანქანაში მასთან მიმართებაში. 

როგორც მარიამი ამბობს, მძღოლმა სექსუალური ხასიათის საუბარი გოგონას მანქანაში ჩაჯდომისთანავე დაიწყო.

„ტაქსის მძღოლის მხრიდან შევიწროების შესახებ გაიგეო ბევრმა ადამიანმა. მივიტანე სასამართლომდე. მოვიგე პროცესი ,რადგან მქონდა მტკიცებულება.

ზაფხული იყო, გამოვიძახე ტაქსი. როგორც კი დაიწყო მოძრაობა, დაიწყო სექსუალურობის ხაზგასმა. ამას აკეთებდა ძალიან ვულგარულად. თავიდანვე შემეშინდა ძალიან. ვუთხარი, რომ არ მომწონდა მსგავსი რეპლიკები, თუმცა არ მისმენდა და მაინც აგრძელებდა. 10-15 წუთის შემდეგ. შეანელა სვლა, ხელი გადმოსწია და მუხლზე ამისვა, მეუბნება: გვერდით გადმომიჯექიო. აკანკალებული ხმით ვუთხარი, რომ გაეგრძელებინა მანქანის ტარება. ეს რეპლიკები გრძელდებოდა მთელი გზა. უკვე რომ მივუახლოვდი ჩემი სახლის ტერიტორიას, ავიღე ტელეფონი, ჩავრთე ჩამწერი და ეს გამოყენებული იქნა შემდეგ როგორც მტკიცებულება“,- ჰყვება მარიამი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში

ასევე ნახეთ: ასწავლეთ ბავშვს ეს 4 რამ, თუკი მის გაშვებას ტაქსით მარტო აპირებთ