რატომ აქვს ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში ცოტა სათამაშო დრო - ფეხბურთელის განმარტება
1728384973
წარმატებული ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ირკვევა, კარგი კულინარიცაა. როგორც თავად ამბობს, ყოველ ჯერზე პირის გემოს რაც აკლდებოდა, მეორედ მომზადების დროს შეცდომას ასწორებდა და ბოლოს იმდენად დაიხვეწა, რომ თვალით იცის, რამდენი უნდა გაუკეთოს.
„ჩემი საყვარელი საჭმელია შავი ხარჩო, რომელსაც აუცილებლად სოფლის დედალი და კვაწარახი სჭირდება. ეს საჭმელი დასავლეთში, კერძოდ, იმერეთშია ცნობილი.
სოფლის დედალს დაჭრით და მოხარშავთ. წვრილად დააჭრით ხახვს და დედალთან ერთად მოხარშავთ. ხახვი მთლად ჩადნება. ცოტა წვენს ამოიღებთ, ჩაყრით იმდენ გატარებულ ნიგოზს, რომ საცივის კონსისტენციის გამოვიდეს. ჩაამატებთ ხმელ ქინძს, ცოტა ნიორს, ცოტა ხარჩოს სუნელს და ბლენდერში გაატარებთ. ამ მასას დედალთან ერთად მოხარშავთ და ბოლოს კვაწარახს დაუმატებთ. კვაწარახი ტყემლის დადუღებით მიღებული მასაა. მომჟავო გემოს აძლევს ამ ყველაფერს და უგემრიელესია. ცოტა მუქი ფერის გამოდის და ამიტომ ჰქვია შავი ხარჩო. ღომთან ერთად შესანიშნავია“, - განაცხადა ნადირაძემ „სარკესთან“.