მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1791232257
„შავი ჭირი“ ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია Yersinia pestis იწვევს. დაავადება იშვიათია, თუმცა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, მძიმე გართულებები გამოიწვიოს.
შავი ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმის დროს, ე.წ. ბუბონური ჭირის შემთხვევაში, დაავადებისთვის დამახასიათებელია უეცარი სიცხე, შემცივნება, სისუსტე და მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძები.
ინფექციის სხვა ფორმების დროს შესაძლოა გამოვლინდეს ხველა, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი სისუსტე და სხვა მძიმე სიმპტომები.
„შავი ჭირი“ ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა, მკურნალობის დროულად დაწყებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„შავი ჭირი“ ძირითადად ინფიცირებული რწყილების ნაკბენით ვრცელდება. ინფექციის წყარო ხშირად დაავადებული მღრღნელები და სხვა პატარა ძუძუმწოვრებია.
ასევე შესაძლებელია გადაცემა:
ინფიცირებულ ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით;
ინფიცირებული ცხოველის ქსოვილთან ან სითხეებთან შეხებით;
ფილტვისმიერი ჭირის დროს - ჰაერწვეთოვანი გზით, დაავადებული ადამიანის ხველისა და ცემინებისას წარმოქმნილი წვეთებით.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძირითადად ფილტვისმიერი ფორმის შემთხვევაშია შესაძლებელი.