„შარშან უმძიმესი სულიერი განსაცდელიდან გამომიყვანა...“ - რის შესახებ საუბრობს მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია

მარიამობის მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და მარხვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მადლობა ღმერთს, დედა ღვთისმშობელს და ამ მარხვას, რომელიც ბოლომდე კიდევ გააზრებული არ მქონდა. შარშანდელმა ამ მარხვამ კიდევ დამანახა მისი ძალა და ღვთისმშობლის საოცარი წყალობა, მისი დედური განცდა და ზრუნვა, რომელიც პირადად ჩემს თავზე გამოვცადე. ამ მარხვამ ჩემში სულიერი ბრძოლები ძალიან გადატეხა და ეს ყველაფერი დაასრულა. მინდა თქვენს ცხოვრებაშიც ეს მარხვა გარდამტეხი იყოს, კიდევ უფრო დაგაახლოვოთ ღმერთთან და დედაღვთისმშობელთან“, – აღნიშნავს დეკანოზი შალვა კეკელია ვიდეომიმართვაში.