პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა მშობლიურ ენასთან ერთად, დაიცვა საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი, ათასწლოვანი ისტორია და ეროვნული თვითმყოფადობა!", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენი ვალია, გავამდიდროთ და დავიცვათ ჩვენამდე მოტანილი ეს უნიკალური საგანძური. საქართველოს პარლამენტის სახელით, ყველას, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა, ყველას, ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით ვულოცავ დედაენის დღეს!",- წერს პაპუაშვილი.