„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია.
ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“,- აღნიშნავს პაპუაშვილი ფეისბუქგვერდზე.