„სევდით სავსე თვალებით, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი მაშველები“ - უახლესი კადრები შოვიდან

სტიქია რაჭაში

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება.


შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - იოსებ ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილზე შექმნილ საველე შტაბში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

„სევდით სავსე თვალებით, მაგრამ თავდაუზოგავად მუშაობენ ჩვენი მაშველები“,- წერენ ფოტოალბომის კომენტარებში მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.