სესხებზე წინსწრების საკომისიო მცირდება - ვის შეეხება ცვლილება

sesxi

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შედის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ წესების დაცვა ფინანსურ ორგანიზაციებს მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან მოუწევთ. აღსანიშნავია, ისიც რომ ცვლილება შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.

კერძოდ, სებ-ის ცნობით, 2025 წლის 1-ელი მაისიდან, ფიზიკური პირებისა და 2 მლნ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში, წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2%-ის ნაცვლად 0.5%-მდე მცირდება.

ეროვნული ბანკის შეფასებითვე, ცვლილების შედეგად, ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი შემცირდება, რაც ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნას შეუწყობს ხელს.