„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
სერბეთში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ბელგრადში ათასობით სტუდენტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას, ახალ არჩევნებსა და ბოლო დემონსტრაციის დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამო შესაბამისი პირების დასჯას ითხოვდნენ.
როგორც დემონსტრანტები აცხადებდნენ, პოლიციელებმა აქციის დროს მომიტინგეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს, მათ შორის ერთ-ერთ დაკავებულ სტუდენტს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
5 სექტემბერს გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, სერბეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის პირველ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში ახალგარემონტებული სარკინიგზო სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ სერბეთის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ის და კიდევ 13 პირი, რომლებიც რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციასთან იყვნენ დაკავშირებულები, დააკავეს.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მასშტაბური აქციები არ შეწყდა. დემონსტრანტები ტრაგედიის მიზეზად კორუფციას, დაუდევრობასა და უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობას ასახელებენ, რაც, მათი თქმით, გამოწვეულია სერბეთის ხელისუფლებაში არსებული ნეპოტიზმით. 2025 წლის იანვარში აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა. ახალი მთავრობის მეთაური გახდა მედიცინის დოქტორი ჯურო მაცუტი, რომლის კანდიდატურაც ამ პოსტზე სერბეთის პრეზიდენტმა წარადგინა. აქციები სერბეთში, ათი თვეა, გრძელდება.