1757870206
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. 15 სექტემბრიდან ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა გაიზრდება.
ცნობისათვის, 28 ივნისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადავიდა, რაც, მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, ტრანსპორტის რაოდენობრივ შემცირებას გულისხმობს, ხოლო დღეიდან ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა კვლავ გაიზრდება.