1757870206
დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ვაშინგტონის ფედერალიზაციას მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და ვაშინგტონის ფედერალიზაციას მოახდენს მას შემდეგ, რაც კოლუმბიის ოლქის მერმა, მურიელ ბოუზერმა განაცხადა, რომ მისი პოლიცია იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურთან არ ითანამშრომლებს.
როგორც Reuters წერს, საკითხი ეხება შეერთებულ შტატებში არალეგალურად მცხოვრები ან შესული პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
„სულ რამდენიმე კვირაში. „ადგილი“ აბსოლუტურად აყვავდება… პირველად ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად არანაირი დანაშაული არ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა Truth Social-ზე.
გამოცემის ცნობით, ტრამპსა და ბოუზერს შორის დაპირისპირება აგვისტოში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის დედაქალაქში ტრამპის მიერ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ჯარების განლაგების გამო ქუჩებში რამდენიმე ათასი მომიტინგე გამოვიდა.
ტრამპის თქმით, „რადიკალური მემარცხენე დემოკრატები“ ბოუზერზე ზეწოლას ახორციელებენ და მას მოუწოდებენ იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურთან არ ითანამშრომლოს.