ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
კიდევ ერთი აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – მაუწყებლის ბორდის და მენეჯმენტის გადადგომა და საღამოს ეთერთან ერთად დროის დათმობა დღის ეთერშიც. ასევე შეკრებილებმა მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც. აქციის მონაწილეები კოსტავას 68-ში არსებული შენობის შენარჩუნებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, ტელევიზიის შენობა ისტორიული და სტრატეგიული ადგილია და ისტორიულ მისამართზე უნდა დარჩეს, თუმცა ტერიტორია უკვე კერძო საკუთრებაშია.