საყურადღებო ინფორმაცია პირადობის მოწმობების შესახებ

პირადობა

2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. შესაბამისი კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.

პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება. პროექტის ინიციატორი „ქართული ოცნებაა“, სადაც განმარტავენ, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.

ასევე წაიკითხეთ:

„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... “- საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო

„ამ დღეს ლოცულობდნენ იოანე ნათლისმცემლის სახელზე, რომელიც სახადის განმგებლად მიაჩნდათ“ – ჩიტიფაფობის ტრადიცია მთიან საქართველოში

ქმრის გარდაცვალების გამო შეშლილი ქართველი ქალის ამბავი – საბედისწერო სიყვარულის მსხვერპლი ცნობილი ოჯახიდან