საყურადღებო ინფორმაცია მგზავრებისთვის - მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია

თბილისის მეტრო, სამი დღის განმავლობაში, მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან, 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს, ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება, შაბათ-კვირას კი დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.

ტრანსპორტის და ორგანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსი მერაბ მამულაშვილი საზოგადოებას ტრანსპორტის მუშაობის შეცვლილ გრაფიკს დეტალურად აცნობს.

"სამძიმარი მინდა გამოვთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დღეს იგეგმება მეტროს მუშაობის გახანგრძლივება, ასევე - მიკროავტობუსების და ავტობუსების, მომსახურება კი იქნება უფასო შაბათ-კვირას," - აცხადებს მერაბ მამულაშვილი.