ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
1968 წელს, ბრიტანეთში საზოგადოება შოკში ჩავარდა, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 11 წლის მერი ბელი ორი მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში. ეს საქმე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ დანაშაულად, სადაც ბრალდებული თავად იყო ბავშვი.
1968 წლის 25 მაისს, ნიუკასლში მდებარე მიტოვებულ სახლში პოლიციამ 4 წლის მარტინ ბრაუნის ცხედარი იპოვა. სხეულზე ძალადობის აშკარა კვალი არ აღინიშნებოდა, ამიტომ გარდაცვალება თავდაპირველად უბედურ შემთხვევად შეფასდა.
თუმცა, რამდენიმე კვირაში, იმავე უბანში კიდევ ერთი ბავშვი – 3 წლის ბრაიან ჰოუ გაუჩინარდა. მისი სხეული ქალაქის სიახლოვეს აღმოაჩინეს. ამჯერად მკვლელობის ნიშნები ცხადი იყო – ბიჭუნას კისერზე ხელის ანაბეჭდები აღენიშნებოდა, რა დროსაც ის დაახრჩვეს. ხოლო მუცელზე ასო “M” დანით იყო ამოტვიფრული.
გამოძიებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეჭვმიტანილებად დააკავეს ორი გოგონა – 11 წლის მერი ბელი და მისი მეგობარი, 13 წლის ნორმა ბელი.
გამოძიებამ, მალევე, უმძიმესი მტკიცებულებები გამოიკვლია: დაკითხვის დროს გოგონამ არაერთხელ გამოხატა უცნაური ინტერესი გარდაცვლილ ბავშვებთან მიმართებით.
მკვლელობის იარაღი პოლიციამ მისი ნივთებიდან ამოიღო. მერის თანაკლასელები ჰყვებოდნენ, რომ მერი ხშირად “თამამად” აღიარებდა ჩადენილს.
1968 წლის დეკემბერში სასამართლომ მერი ბელი ორივე ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველზე საქმე შეფასდა როგორც „გონებრივად შეზღუდული მოზარდის მიერ ჩადენილი მკვლელობა”.
ნორმა ბელი კი ამავე საქმეზე გაამართლეს.
მერის მიესაჯა გაურკვეველი ვადით პატიმრობა. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლების ვადა განსაზღვრული არ იყო.
მერი ბელი ციხიდან 1980 წელს გათავისუფლდა, 23 წლის ასაკში. მას მიენიჭა ახალი ვინაობა და სიცოცხლის ბოლომდე მიეცა იდენტობის დაცვის უფლება. მოგვიანებით, ეს უფლება ასევე გავრცელდა მის შვილზეც, რომელიც ბელიმ თავისუფლებაში ყოფნისას გააჩინა.
მერი ბელის საქმე ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი გახდა, როცა საზოგადოება და სამართლებრივი სისტემა იძულებული იყო დაეფიქსირებინა მკაფიო პოზიცია ბავშვის მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულზე.
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564