ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
თბილისის მე-5 რაიონული სამსახურის სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამთენიისას გამოძახება გადაეცა ლოზუნგით - "უგონო". ადგილზე მისულ ბრიგადის წევრებს აღელვებულმა მოქალაქეებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი ბინიდან ბავშვი დახმარებას ითხოვდა.
მეზობლების დახმარებით სახლში შესულ ბრიგადას მძიმე სურათი დახვდა - ახალგაზრდა პაციენტი საწოლზე უგონოდ იწვა.
მდგომარეობის სიმძიმე დროულად შეფასდა და დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგ ასისტოლია გადავიდა პარკუჭოვან ფიბრილაციაში, ხოლო პაციენტის მართვა გაგრძელდა საშოკე რითმის ალგორითმით, ელექტროშოკის ოთხჯერ გამოყენებით, სხვა რეანიმაციულ ღონისძიებებთან ერთად. პაციენტის დროული და სწორი მართვის შედეგად გულის მუშაობა აღდგა და ფორსმაჟორით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში“ - ინფორმაციას გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს.