გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მარიამობასა და დედაღვთისაზე არაერთი სასწაულებრივი ამბავი მოგვისმენია. ღვთისმშობლის უამრავ ხატს განუკურნავს და გადაურჩენია ადამიანები, მაგრამ ამბავი, რომელსაც დღეს მოისმენთ, უჩვეულო და ცოტა მისტიკურიც კია.
მაია მელაძე (სანიტარი): - 33 წლის ვიყავი. ჩვენი სახლის ახლოს, წმინდა გიორგის ეკლესიაში დავდიოდი. დროდადრო ვეზიარებოდი. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობ. იმ დილას მორიგეობიდან ძალიან დაღლილი მოვედი. დავწექი და ცოტა ხანში ხმა მომესმა: "მაია, მარიამ, მაია, მარიამ!" - ხან შემოსასვლელისკენ წავედი, ხან ფანჯრიდან გავიხედე... ბოლოს მივხვდი, რომ ლოჯიის ფანჯრიდან მესმოდა ხმა. მაშინ თეთრი ფარდა მეკიდა, გადავწიე და დავინახე თეთრებში ჩაცმული ღვთისმშობელი, რომელიც მიღიმოდა: "დედა გენაცვალოს! ეკლესიის ეზოში გადმოდი, ხვალ გელოდები". ცა მოწმენდილზე ვნახე ეს. არც ღრუბელი იყო, არც არაფერი. ეგ იყო და ეგ და გაქრა.
ღვთისმშობელი ულამაზესია, პირველივე წუთიდან მაგრძნობინა დედაშვილური სიყვარული. თავზე თეთრი თავსაბურავი ჰქონდა მოხვეული, შიგნით მეწამული სამოსი ეცვა. უამრავი ხატი არსებობს ღვთისმშობლის, მაგრამ მე ათონის ღვთისმშობლის ხატს მივამსგავსე, რომელიც ახლა სახლში მყავს დაბრძანებული. საშუალო სიმაღლისაა. ხორბლისფერი კანი აქვს. ულამაზესი თვალები, მოყავისფრო, რაღაცნაირად გამჭვირვალე. უტკბილესი ხმა აქვს... მეორე დღეს მართლაც წავედი ეკლესიაში. საღამო ხანი იყო. ეკლესიის ეზოდან სხვადასხვა ფერის ნათება გამოდიოდა. ვიფიქრე, მღვდელს დაუყენებია განათებები-მეთქი“. წაიკითხეთ ვრცლად „კვირის პალიტრაზე“
ასევე ნახეთ:
„...ჯვარმა ხტუნაობა დაიწყო. რადგან იმ ოჯახში ეშმაკი იყო“ - რას ჰყვებიან მამა სოკრატეზე განკურნებული ადამიანები
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840