კასპში კაცმა ცოლის დაწვა სცადა - რა დეტალებია ცნობილი
1758801170
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, იური ფირცხალაიშვილმა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, შოთა მიროტაძემ იტალიაში, ქალაქ რომში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაცვის ფორუმისა და სანაპირო დაცვის გლობალური სამიტის რიგით მეოთხე პლენარული სხდომის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიებაზე განიხილული იყო სხვადასხვა საკითხები, მათ შორის - ოკეანე და უსაფრთხოება, საზღვაო ვითარების ცნობიერება ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში, ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი საზღვაო სფეროში არსებულ მზარდ გამოწვევებთან გასამკლავებლად და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობები საზღვაო სფეროში.
იტალიის სანაპირო დაცვის მიერ დაგეგმილ გლობალურ სამიტში მონაწილეობა 120-ზე მეტმა ქვეყანამ და 40-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო.