1758738947
ნიკოლა სარკოზი: თუ სურთ, რომ ციხეში დავიძინო, ციხეში დავიძინებ, მაგრამ თავაწეული - უდანაშაულო ვარ, ეს უსამართლობა სკანდალია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მკაცრად აკრიტიკებს მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს და აცხადებს, რომ მზად არის საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მე ჩემს პასუხისმგებლობას ვიღებ. მე სასამართლოს მოთხოვნას დავემორჩილები. თუ მათ სურთ, რომ ციხეში დავიძინო, ციხეში დავიძინებ, მაგრამ თავაწეული. მე უდანაშაულო ვარ. ეს უსამართლობა სკანდალია“, - განაცხადა სარკოზიმ.
მისივე თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ „სიძულვილს საზღვარი არ აქვს“.
ცნობისთვის, პარიზის სასამართლომ დღეს სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. სარკოზი 2007 წელს ლიბიის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ცნეს დამნაშავედ. გამოძიების თანახმად, ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი სარკოზის საარჩევნო კამპანიას ფარულად აფინანსებდა და მას მილიონობით ევრო გამოუყო. ფული პარიზში მალულად ჩემოდნებით იგზავნებოდა.