2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 282.5 ლარი იყო, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი ხუთი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა და, ჯამში, 288.4 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში ხუთი ლარითა და ათი თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 255.4 ლარს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.