როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელი 4.6 დღე იყო (2023 წელს – 5.3 დღე), ხოლო დატვირთვის მაჩვენებელი – 191.5 დღე (2023 წელს – 204.9 დღე).
საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში იყო 2 288 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის 15.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2.8 პროცენტით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 24.1 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 21.3 ათასი.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები (18.0%), ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები (15.4%), ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები (14.8%), ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%), სასუნთქი სისტემის დაავადებები (11.4%).
ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 006 ერთეულით განისაზღვრა. 2024 წელს შიდსით 131 პირი გარდაიცვალა.
ამასთან, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7 პროცენტით ნაკლები იყო. ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 9.2 პროცენტით შემცირდა და 1 311 შეადგინა.
2024 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.