საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

საქართველოში 5 წუთის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბიძგები თბილისის დროით 19:42 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.

თბილისის დროით 19:49 საათზე, ონთან, 19:42 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში მოხდა მეორე მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა იყო 4.0.