შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, იტალიის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, წელს უკვე მეათედ იმართება, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მიეძღვნა წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის მთავარ თემას — „Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“.
ღონისძიება საქართველოში იტალიის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ფაბიოლა ალბანეზემ გახსნა. მან ხაზი გაუსვა დიზაინისა და არქიტექტურის როლს ადამიანთა ყოველდღიური საცხოვრებელი სივრცეების ახლებურად გააზრების პროცესში.
„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ იტალიის გამოცდილება, ცოდნა და კრეატიულობის, ინოვაციებისა და ტრადიციების შერწყმის უნარი“, — აღნიშნა მან.
იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA) წარმომადგენლის, თამარ მდივანის მისალმების შემდეგ, ღონისძიება საინტერესო პრეზენტაციებით გაგრძელდა.
სიტყვით გამოვიდნენ დიზაინის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საკითხებზე მომუშავე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯორჯო ტარტარო და NABA-ს წარმომადგენელი.