პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაგეგმილი პროექტები გააცნო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „Starring Georgia“-ს, „გემო ფესტის“, მარკეტინგული კამპანიებისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრა.
„ახლოვდება ზაფხულის სეზონი და ძალიან ბევრ საერთაშორისო ვიზიტორს ველოდებით. შესაბამისად შეხვედრაზე გავაცანით ერთმანეთს გეგმები, გავუზიარეთ ხედვები, მოვისმინეთ დარგის წარმომადგენლებისგან რჩევები თუ როგორ შეიძლება მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.
„ეს შეხვედრა ემსახურება ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის, რომ ჩვენ მეტი გავიგოთ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ეს ინფორმაცია პირდაპირ იყოს მიწოდებული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი დაესწრო.