საქართველოს თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში წვევამდელების პირველ ნაკადს მიიღებს

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალები უახლოეს მომავალში წვევამდელების პირველ ნაკადს მიიღებს. საუბარია პირებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურში 11 თვით ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ.

წვევამდელები შემოწმებას გადიან. ამის მერე 6 კვირის განმავლობაში ჯერ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან, მომდევნო 12 კვირა კი სამეთაურო მომზადებას დაეთმობა.