საქართველოს საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

პატრული

საქართველოს საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს - 28 აგვისტოს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თბილისის, მცხეთის, ბათუმის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი არ იმუშავებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.