1741038142
"საქართველოს რკინიგზა" აქვეყნებს რეისების ჩამონათვალს, რომლის შესრულება დღეს, 3 მარტს შესაძლებელია

დიდთოვლობის გამო შეფერხებული სარკინიგზო მიმოსვლა დღეიდან დიდწილად განახლდება. "საქართველოს რკინიგზა" აქვეყნებს მარშრუტებს, რომლის შესრულება დღეს, 3 მარტს უკვე შესაძლებელია, ასევე იმ რეისებს, რომლების ჯერ ისევ ვერ სრულდება :
3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№6353/6354 ქუთაისი-რიონი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი-ბორჯომი;
ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:
3 მარტს - №685 ბორჯომი-თბილისი;
3-4 მარტს:
№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
"ქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება" - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.