იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი, რომელსაც არასრულწლოვან მოზარდზე ძალადობას ედება ბრალად სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„ეს გინდოდათ ალბათ.!!!
თავს ძალიან დაუცველად და საფრთხის ქვეშ ვგრძნობთ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი...!
შემომდის ენ რაოდენობით მუქარა, სიცოცხლის მოსპობით...
რაც ყველაზე დასაფიქრებელი და შემზარავია,მუქარა არამხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემს შვილზეც მოდის, მცირეწლოვან ბავშვზე... ვერც დავწერ რა სახით და სიტყვებით იმუქრებიან, ეს იმდენად შემზარავია, უბრალოდ გაოცებული ვარ,თურმე რამდენი ავადმყოფი და მოძალადე, და საშიში ადამიანები ყოფილა ირგვლივ,და ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით,რადგან ბრბოს კარგად გამოსდის შენიღბვა...! ეს არ არის ხომ საყურადღებო ჩვენი კანონისთვის?
დაველოდოთ ხო რომ რამე ცუდად მოხდეს.
დარწმუნებული ვარ,რომ დღეს რომ მე რამე მომივიდეს,ან ჩემს შვილს,და აღარ ვიყოთ, ეს ძალიან გაგიხარდებათ... დარწმუნებული ვარ დაწერთ, რომ ღირსი იყოო...აი ეს ადამიანები ხართ თქვენ.!!! ძალიან გაბრაზებული ვარ სოც. მედიაზე, მაშინ როცა კადრებს ავრცელებთ ბავშვის სახეს არ ფარავთ, საფრთხის წინაშე დააყენეთ ჩემი შვილი. ესეც კანონდარღვევაა, ამას არ გაგიტარებთ, აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს ამაზე!!!
ასევე პასუხს მოგთხოვთ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის რასაც ჩემზე და ჩემს შვილებზე წერთ. ახლა დავბრუნდები ზემოხსენებულ მუქარებს.
ყველაფერი მესმის,მესმის ისიც, რომ როცა რაღაც კადრებს ხედავთ, ღიზიანდებით და პირდაპირ გადადიხართ განკითხვაზე და განსჯაზე, მიზეზისდა მოუკითხავად...და მესმის ისიც, რომ გარედან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს...შეიძლება ბევრს არ ვუყვარდე, არ ვევასებოდე, გულზე არ ვეხატებოდე, ბევრი მტერია, ბევრი დაბოღმილი,ბევრი უბრალოდ გაბოროტებული ადამიანი, ან ზოგს უბრალოდ არ ვევასებოდე... მაგრამ აი ვითომ ძალადობას რომ აპროტესტებთ და გადმოდიხართ პატარა ბავშვზე და იმუქრებით ასე ვუზამთ,ისე ვუზამთ,კითხვა მაქვს: ეს ძალადობა არ არის? ეს უფრო მეტი დანაშაული არ არის?! მიჩნდება ფიქრი იმის, რომ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ და უბრალოდ ეს არ ჩანს,რადგან ჯერ საჭირო მომენტი არ გგონიათ და არ
გამოგიმჟღავნებიათ... და ალბათ რაღაც გარკვეულწილად თქვენ ყველა აგრესიულობთ,და ძალადობთ თქვენს ოჯახებში,პატარებზე,და ქალებზე... თორემ სხვანაირად არ მესმის ბავშვს რას ერჩით...?! მე თითქმის არსად აღარ დავდივარ, ბავშვი ჩუმად დამყავს ბაღში, არ ვიცით ხვალ როგორი დღე გათენდება ან დაღამდება... კითხვა: თქვენ რანაირი ადამიანები ხართ?რანაირი მშობლები ხართ? მართლაც რა მაგარი სიტყვებია ქრისტეს მიერი, ქვა იმან ესროლეთ ვინც თქვენს შორის უცოდველია.
თავს ვგრძნობ ისე, თითქოს აქ მხოლოდ მე ვარ ცოდვილი ადამიანი და დანარჩენები ყველა წმინდანები ხართ...მაშინ მე მომიტევეთ...
რადგან ამ ეტაპზე არ მაქვს უფლება ვისაუბრო იმ ფაქტზე რაც მოხდა,და ამდენს მიწერთ რატომ არაფერს ამბობო,
არ ნიშნავს, რომ ისე იყო ყველაფერი როგორც თქვენ ლაპარაკობთ და გგონიათ...!!! აუცილებლად თავის დროს ვისაუბრებ ყველაფერზე და ზუსტად ვიცი, რომ ბევრი ადამიანი წაიღებს თავის სიტყვებს უკან.
არ ვემხრობი არანაირ ძალადობას, პირიქით...! სინანულიც დიდი გამაჩნია, და კი,ვაღიარებ დავარღვიე კანონი, დიახ კანონი დავარღვიე, მაგრამ მაგასაც თავისი მიზეზი ხომ აქვს როგორც არ უნდა იყოს?! თქვენ შეიძლება უარესი გექნათ,და აგერ რომ ვხედავ როგორი საშიშები და აგრესიულები ხართ ზუსტად ვიცი უარესს რომ იზამდით, რაც მე კიდევ კარგი არ გავაკეთე უფრო უარესი.!!! სჯობდა ეგეც არ მომხდარიყო, და სჯობდა საერთოდ ის არ მომხდარიყო რაც მაგ მარკეტში მოხდა...
ის ზუსტად ვიცი, რომ მე ჩემს შვილს არ გავზრდი ისეთ ადამიანად რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენოს, ეუზრდელოს, და სხვების ღირსებებს ცუდად შეეხოს.! ეცოდინება უფროსი და უმცროსი, სუბორდინაცია, უფროსის პატივისცემა, ადამიანების პატივისცემა და სიყვარული. საზოგადოებრივ ადგილებში სწორად მოქცევა და კულტურა. და რაც მთავარია იქნება კეთილი და კარგი ადამიანი! ძალით არავის შეუქმნის პრობლემებს და შარში არ გახვევს. მაგრამ აქეთ თუ პირიქით ცუდად მოექცევიან თავს დაიცავს და მე საერთოდ როგორც მშობელი ყველაფერს ვიზამ ჩემი შვილის დასაცავად! კარგით იყოს ეგრე როგორც მაბულინგებთ და განმსჯით, მე ვიყო ცუდი, მე ვარ ქაჯი, მე ვარ გიჟი, მე ვარ ცუდი ქალი, მე ვიძალადე,(რასაც ძალიან ვნანობ),მაგრამ ყოველგვარ ადამიანობას სცდება ის ფაქტი, რომ სრულიად უდანაშაულო არსებაზე, პატარა ბავშვზე გადმოდიხართ!!! ეს ვითომ ძალადობის წინააღმდეგი ხალხი და "ბავშვების დამცველები"...თქვენს მუქარებსაც გამოვაჩენ აუცილებლად თავის დროზე... ყველა გამოჩნდებით ეს იცოდეთ... თქვენი ნამდვილი და „ფეიკი“ ექაუნთებიანად.
კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ ამას მარტო კაცები კიარა, ქალებიც აკეთებენ, ვკითხულობ და არც მჯერა ისეთებს იწერებით. რამდენი ბოროტმოქმედი და ავადმყოფი ყოფილა ირგვლივ თურმე ამ სახეებს ამოფარებული. კიდევ კარგი რაღაც მოხდა, თორემ როდის გამოჩნდებოდა თქვენი სახეები...
თქვენ გჯეროდეთ როგორც გჯერათ, მაგრამ თქვენგან (უმეტესობისგან) განსხვავებით მე რასაც ჰქვია კარგი დედა მაინც ვარ!!! და ბოროტი არ ვარ!!! ეს საკმარისია ჩემთვის.!
მტერს ჰყოლოდეთ თქვენნაირი ქალები და კაცები ოჯახებში... ვცდილობ ერუდირებულად ვისაუბრო, თორე საერთოდ სხვა სიტყვებს იმსახურებთ.
ამასწინათ ქუჩაში შემთხვევით შევამჩნიე არასრულწლოვანმა ბავშვმა ერთ გამვლელ ქალბატონს ფეხებზე შეაფურთხა და აგინა, ქალი შოკში იყო, ძალიან იმოქმედა მასზე მაგ საქციელმა. რა გაეკეთებინა არ იცოდა.
მსგავსი და უარესები ძაან ბევრი ხდება ყოველდღიურად, მაგრამ არსად ჩანს... და მათ ხელს არაფერი უშლით რომ მსგავსი ამაზრზენი საქციელები არ ჩაიდინონ...
ძაან სამწუხაროა. დანარჩენი თქვენს ნამუსზე იყოს, როგორ მიგაჩნიათ ეს პატარა თაობა რომ ასე იზრდება. მე ვნანობ რაც მოხდა, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ, ჩვეულებრივი მოძალადეები და საშიში და უბოროტესი ადამიანები ხართ, ამას რა ეშველება... არც მიკვირს ასეთი თაობა რომ მოდის... ღამე მშვიდობის ყველას. სიყვარულით თქვენი არაქალი ხატია“, - წერს ხატია ვიბლიანი.