ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს პროკურატურის თანამშრომლების სახელით სააღდგომო საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მაგდა კაპანაძემ, ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მაცხოვრებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და სამზარეულო ტექნიკა გადასცა.
ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.