ნინო წილოსანი: 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე და ამავე დროს, ამ რადიკალების დასრულების დღე

წილოსანი

 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ეს დღე ამავე დროს იქნება რადიკალური ოპოზიციის დასრულების დღე.

„მათი ბოლო დღეები იქნება ამ არჩევნების დღიდან მოყოლებული, რადგან ამ ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია არ აპატიებს ანტიკონსტიტუციურ და დანაშაულებრივ მოქმედებებს. 4 ოქტომბერი კიდევ ერთხელ იქნება ქართველი ხალხის და ქართული ოცნების გამარჯვების დღე და ამავდროულად იქნება ამ რადიკალების დასრულების დღე. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია ვერ ყალიბდება და ვერ კოორდინირდებიან ერთმანეთთან, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ დაწყებული არის მათი დასასრული“, - აცხადებს წილოსანი.