ტრამპი შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების გარეთ წარმოებულ ყველა ფილმს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.

„ჩვენი კინოინდუსტრია აშშ-დან სხვა ქვეყნებმა მოიპარეს, ისე როგორც „ბავშვს ტკბილეულს“ ჰპარავენ. განსაკუთრებით დაზარალდა კალიფორნია, თავისი სუსტი და არაკომპეტენტური გუბერნატორით. ასე რომ, ამ დაუსრულებელი პრობლემის მოსაგვარებლად, მე 100%-იან ტარიფებს დავაწესებ ყველა იმ ფილმზე, რომელიც აშშ-ის გარეთ იქნება წარმოებული“, - დაწერა ტრამპმა.