საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პირველი არხი

საქართველოს პირველი არხის განცხადებას ავრცელებს.

„პირველი არხი კატეგორიულად გმობს ძალადობას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

ამასთან ერთად, მიუღებელია მიზანმიმართულად ჟურნალისტების ძალადობრივი დევნა.

მოვუწოდებთ შესაბამის ინსტიტუციებს, უზრუნველყონ კონკრეტული ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ასრულებდნენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ნებისმიერ პირობებში.

ამასთან ერთად, ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ევროპული იდეა და ინსტიტუცია, ასრულებს და მომავალშიც ყოველთვის შეასრულებს საკუთარ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, როგორც ეს დადგენილია ევროპული მაუწყებლობის სტანდარტით“, - წერია განცხადებაში.