ჯარიმა 500 ლარია - ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
1761164427
თავდაცვის ძალები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებით ემზადება. გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე ცოტა ხსნის წინ დასრულდა.
„26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, 18 ლოკაციაზე. მთავარი ღონისძიება ჩატარდება თბილისში, თავისუფლების მოედანზე. ღონისძიების მთავარი მომენტი იქნება ფიცის დადება. საქართველოს მასშტაბით ფიცს დადებს სულ 448 ახალწვეული. საერთო ჯამში, ყველა ღონისძიებაში ერთად ჩართული იქნება 3 ათასი სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა გენერალური შტაბის მთავარმა სერჟანტმა, კობა ოშხერელმა.