საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე - „როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები“

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მშობლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები"

საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური განათლების მხარდამჭერი ბანკი, ფინანსური ცოდნის ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს. ამჯერად კი ბანკმა ფინანსური განათლებით დაინტერესებული მშობლებისთვის ტრენინგი- "როგორ ჩამოვუყალიბოთ შვილებს სწორი ფინანსური ჩვევები" ჩაატარა. ტრენინგზე ფინანსურ, ასევე სწავლების სფეროში გამოცდილმა ინსტრუქტორებმა: თამთა ჯიჯავაძემ და ნათია მშვიდობაძემ  მშობლებთან ერთად განიხილეს როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს მარტივად და გასაგებად: ბიუჯეტირება, ფინანსური მიზნების დასახვა, დანაზოგის მნიშვნელოვნება, ფულის დაგროვების მარტივი გზები, პასუხისმგებლიანი ხარჯვის წესები და ა.შ. „საქართველოს ბანკისთვის, რომლისთვისაც განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების ხელშეწყობა. ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფინანსური ცნობიერების ამაღლებას მშობლებში, მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებში. გვჯერა, რომ ფინანსური ცოდნა და ჯანსაღი ფინანსური ჩვევების განვითარება დღეს ყველასთვის აუცილებელია, რადგან ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, და მნიშვნელოვანია, ეს არჩევანი შესაბამის ცოდნაზე იყოს დაფუძნებული,“ — აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე. საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდამჭერია