საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით - Global Finance

 საქართველოს ბანკი საუკეთესო AI ბანკია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო  მიმართულებით  - Global Finance

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა, მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ყოველწლიური დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამომხმარებლო  მიმართულებით, საუკეთესო საუკეთესო AI ბანკად დაასახელა.

გარდა ამისა, Global Finance-მა საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორედ, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა.

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჯილდოს მონაწილეები იყვნენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები, როგორიცაა: Relovut, Bank of America, BBVA, DBS,Citi და სხვა.

მონაწილეები გლობალური საკონსულტაციო,ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის, Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო გამარჯვებულები კი ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურებისსტრატეგიის სიძლიერის,  ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზისზრდის და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრულიბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.

Global Finance გავლენიანი ბრიტანული გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან არსებობს და მკითხველები მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან ჰყავს. გამოცემა რეგულარულად გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, როგორც გლობალურად, ისე რეგიონულ და ქვეყნის დონეზე. დაჯილდოება, რომელიც უკვე 26-ედ გაიმართა, მსოფლიო ფინანსური ინდუსტრიისთვის სანდო წყაროდ იქცა.