წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
საქართველოში ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში არის გლობალური გაურკვევლობა და სავაჭრო დაძაბულობები, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, ენდრიუ ჯუველმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წლისთვის 7.2 პროცენტით გაიზრდება. გასულ წელთან შედარებით ეს ნელი ზრდაა, თუმცა მაინც მტკიცე და მდგრადია.
ამასთან, ენდრიუ ჯუველმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებაც.
„ჩვენი მოსაზრება ასეთია, ევროკავშირთან ინტეგრაცია კარგია. ამას მოაქვს სარგებელი არა მხოლოდ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც უკვე არიან ევროკავშირში. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მოიტანს შემოსავლების ზრდას. გაწევრიანების პროცესი არ იძლევა წარმატების გარანტიას, მაგრამ ევროკავშირში ინტეგრაციას განვიხილავთ როგორც დადებით მოვლენას. საქართველო თუ გადაუხვევს ევროინტეგგრაციის გზას, ასეთ შემთხვევაში დაკარგავს გარკვეულ დაფინანსებას. ამან, შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას დასავლეთ ევროპიდან. ეს, შეიძლება, მიანიშნებდეს, რომ ინვესტორებს აქვთ გარკვეული წუხილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენი რეკომენდაცია იქნება ფისკალური წესრიგის გაუმჯობესება, ინფლაციის კონტროლი. მოგეხსენებათ, ახლა ინფლაცია საქართველოში სამიზნე მაჩვენებელზე ცოტა მაღალია, ამიტომ მნიშნელოვანია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, მოხდეს ინფლაციის შეკავება, ეს კი შესაძლებელი იქნება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით“, – განაცხადა ჯუველმა.