საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის საგანმანათლებლო კურსის მსმენელებს შეხვდა

სახოკია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის გამომძიებელთა და პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსის მსმენელებს შეხვდა.

შეხვედრას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორი გიორგი სახოკია ესწრებოდა.
ლევან მაისურაძემ მსმენელებთან პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მნიშვნელობაზე, ასევე სამართალდამცავ საქმიანობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკასა და იმ გამოწვევებზე, რომლებსაც პოლიციელები ყოველდღიური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აწყდებიან.

შეხვედრის დასასრულს ლევან მაისურაძემ მსმენელების შეკითხვებს უპასუხა და მათ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

✕