ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ - დღეს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია
1772013188
საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. კერძოდ, როცა საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის კონტექსტში, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა ემერიკ დიუპონმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავონ ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს.
„ევროპარლამენტის მომხსენებლის მიერ მომზადებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა შემცირდა. ნამდვილად, საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ სრულად მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება შემზღუდავ ზომებს, რომლებიც ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის კონტექსტში. ამ მხრივ, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მრავალი წლის განმავლობაში დაბალი იყო. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავონ ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს. ჩვენ ასევე ველოდებით, რომ საქართველო ითანამშრომლებს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თავის არიდების პრევენციაში“, – აღნიშნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ემერიკ დიუპონმა.