გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საპატრიარქოს უწყებანი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„ამა წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჯოგლიძე).
მღვდელ-მონაზონი ეგნატე დაიკრძალება ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს ამავე მონასტრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ მღვდელ-მონაზონ ეგნატეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელ-მონაზონი ეგნატე“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.