„გადავდივართ იმ სახლიდან, რაღაც მიზეზების გამო, ის ჩვენი სახლი არ იყო... “ - თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე

ფოტომოდელი და კოსმეტიკური ბრენდ TAMOSKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ საცხოვრებელს იცვლის და ქირით გადადის. 

„ეს იქნება ჩვენი ახალი სახლი, ამ თვის ბოლოდან. გადავდივართ იმ სახლიდან, რაღაც მიზეზების გამო, ის ჩვენი სახლი არ იყო.

ძალიან უცხო გრძნობაა... ახლიდან რომ რაღაცას იწყებ, ასეთი გრძნობა მაქვს. ახლა ნამდვილად არ მქონდა იმის ფინანსური მდგომარეობა, რომ ხუთოთახიანი სახლი მეყიდა. მაქვს ერთოთახიანი სახლი, რომელსაც ბანკით ვიხდი, ქირით მყავს სხვა ადამიანები იმ სახლში. გინდ გადავსულიყავით, ერთოთახიანია და ამდენი ვერ გადავიდოდით. ასე უცებ, ვიქირავე ბინა. ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ იქითა წელს, ამ დროს, რა თქმა უნდა, ბანკით ვიყიდი, მაგრამ ჩემი სახლი მექნება“, - ამბობს თამო ვიდეოში.

ასევე ნახეთ:

მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

„არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ, ვერ ვითმენ…“ - თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე მილანის მოდის კვირეულიდან ნაომი კემპბელთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს