მაშველებმა ნანგრევებში მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს
1795110063
საპატრიარქოს უწყებანი მონაზონ ბაგრატ (ბაგრატიონის) გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამა წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა სვეტიცხოველში არსებული წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, მონაზონი ბაგრატი (ბაგრატიონი).
მონაზონი ბაგრატი ამჟამად დასვენებულია სვეტიცხოვლის ტაძარში.
შაბათს, 21 ნოემბერს, 14:00 საათზე იგი გადასვენდება თბილისში და დაიკრძალება მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში.
მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ბაგრატის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოსა და განსვენებულის ახლობლებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ბაგრატი“, - ვკითხულობთ პოსტში.