ტემპერატურის კლება, წვიმა და თოვლი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში ნოემბრის ბოლომდე
1794855802
ემბრიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ სამი საგანგაშო სიმპტომის შესახებ საუბრობს, რომლის დროსაც, მისი თქმით, გინეკოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადავდოთ.
„3 სიმპტომი, რომლის დროსაც გინეკოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.
პირველი - სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის ან სქესობრივი აქტის შემდეგ. მიზეზი შესაძლოა იყოს ფუნქციური ან ჰორმონალური ცვლილებები, პოლიპები ან საშვილოსნოს ყელის პრობლემები.
მეორე - ძლიერი ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში, განსაკუთრებით თუ ტკივილები უეცრად დაიწყო ან ცალ მხარეს იგრძნობა. მიზეზი შესაძლოა იყოს საკვერცხის კისტა ან ანთებითი პროცესი.
მესამე - უჩვეულო გამონადენი. თუ მას თან ახლავს უსიამოვნო სუნი, ქავილი ან წვა, რომელიც შესაძლოა ინფექციაზე მიუთითებდეს.
გახსოვდეს, უეცარი ძლიერი ტკივილი ან უხვი უხვი სისხლდენა, გადაუდებელ შეფასებას საჭიროებს...“, – ამბობს მუსერიძე.