გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს.
„სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ, საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე, შეიზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სამებაში საღებავი შეასხეს ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული.
გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931